Saturday, September 30, 2017

ტრენინგი III დღე

მესამე დღეს მოვიძიეთ და პროექტის გეგმაში შევიტანეთ საგნის სტანდარტის შესაბამისი ინდიკატორები,  დავწერეთ პროექტის მიზნები . მოვიფიქრეთ და ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები .

ტრენინგის I დღე

დღეს პროექტ ინტელის ტრენინგის პირველი დღეა. ჩვენი ტრენერია ქალბატონი მანანა კვინიკაძე. გაცნობის შემდეგ შევისწავლეთ პროექტებით სწავლების საწყისი ელემენტები, პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა. ტრენერის ინსტრუქციების მიხედვით შევქმენით საქაღალდეები ჩვენს პროფილში.
 ვისაუბრეთ პროექტის შექმნაზე, მას იდეაზე, პრობლემებზე, კვლევის პროცესზე, რეალობასთან კავშირზე და რატომ არის ეს საჭირო საზოგადოებისთვის.

ტრენინგის IV დღე

ვისწავლეთ, როგორ შევიდეთ სხვა ტრენინგის მონაწილის ბლოგზე და დავუტოვოთ კომენტარი. პროექტის მეორე მოდულის მესამე აქტივობაში გავეცანით შეფასების 5 მიზანს. 4 განმავითარებელს და 1 განმსაზღვრელს. დავხაზეთ და შევავსეთ ცხრილი ვიცი - მინდა ვიცოდე - ვისწავლე . პროცედურების მიზნიდან გამომდინარე დავიწყეთ აქტივობების დაწერა.

Wednesday, September 13, 2017

ტრენინგის II დღე

  ტრენინგი დავიწყეთ პროექტების განხილვით, მოვისმინეთ რჩევები და კორექტირება გავუკეთეთ ჩვენს მიერ დაგეგმილ პროექტს. გადავხედეთ პროექტის მახასიათებლებს და განვიხილეთ, როგორ განვახორციელოთ ზოგიერთი ელემენტის ინტეგრირება საგაკვეთილო გეგმაში. ასევე, მიღებული ინფორმაცია გამოვიყენოთ საინფორმაციო ბროშურის ან ახალი ამბების ბიულეტენის შექმნისას, რათა დაინტერესებულ მხარეებს ავუხსნათ, როგორ და რატომ გამოიყენება პროექტები სასწავლო პროცესში. ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება, ფოტოების განთავსება ამ ბუკლეტში. 

ტრენინგის IX დღე

დავასრულეთ გეგმის შევსება, შევამოწმეთ ერთმანეთის გეგმები და  მივეცით საჭირო რჩევები. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაცია. მადლობას ...