Sunday, October 15, 2017

ტრენინგის IX დღე

დავასრულეთ გეგმის შევსება, შევამოწმეთ ერთმანეთის გეგმები და  მივეცით საჭირო რჩევები. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაცია. მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს მანანა კვინიკაძეს საინტერესო და ინფორმაციული ტრენინგებისთვის.

Sunday, October 8, 2017

ტრენინგის VII დღე


მე-6 ე  მოდულში გავეცანით დიფერენცირების საკითხებს, გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიები. ვისწავლეთ ბლოგზე მასალების გადატანა.

Saturday, October 7, 2017

ტრენინგის VI დღე

შევქმენით მოსწავლის ნიმუშის შეფასების რუბრიკა, რათა შეგვეფასებინა მიზნები რამდენად არის განხორციელებული მოსწავლის ნაშრომში. დავწერეთ ისეთი ინდიკატორები, რომლითაც შევაფასებთ მიზნების განხორციელების ხარისხს. ვიმუშავეთ პროცედურებზე. გავეცანით ვიუერის მეხუთე მოდულს.

Sunday, October 1, 2017

ტრენინგის V დღე

 ჩავდექით მოსწავლის როლში და  შევქმენით მოსწავლის ნაცვლად ნაშრომი. მოსწავლის ნაშრომში უნდა ჩანდეს მიზნები რომ მიღწეულია. გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას. შევქმენით ციტირებული დოკუმენტი. დავალებად : პროცედურები გვაქვს დაწვრილებით დასაწერი, სლაიდშოუ გვაქვს შესავსები.

Saturday, September 30, 2017

ტრენინგი III დღე

მესამე დღეს მოვიძიეთ და პროექტის გეგმაში შევიტანეთ საგნის სტანდარტის შესაბამისი ინდიკატორები,  დავწერეთ პროექტის მიზნები . მოვიფიქრეთ და ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები .

ტრენინგის I დღე

დღეს პროექტ ინტელის ტრენინგის პირველი დღეა. ჩვენი ტრენერია ქალბატონი მანანა კვინიკაძე. გაცნობის შემდეგ შევისწავლეთ პროექტებით სწავლების საწყისი ელემენტები, პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა. ტრენერის ინსტრუქციების მიხედვით შევქმენით საქაღალდეები ჩვენს პროფილში.
 ვისაუბრეთ პროექტის შექმნაზე, მას იდეაზე, პრობლემებზე, კვლევის პროცესზე, რეალობასთან კავშირზე და რატომ არის ეს საჭირო საზოგადოებისთვის.

ტრენინგის IV დღე

ვისწავლეთ, როგორ შევიდეთ სხვა ტრენინგის მონაწილის ბლოგზე და დავუტოვოთ კომენტარი. პროექტის მეორე მოდულის მესამე აქტივობაში გავეცანით შეფასების 5 მიზანს. 4 განმავითარებელს და 1 განმსაზღვრელს. დავხაზეთ და შევავსეთ ცხრილი ვიცი - მინდა ვიცოდე - ვისწავლე . პროცედურების მიზნიდან გამომდინარე დავიწყეთ აქტივობების დაწერა.

ტრენინგის IX დღე

დავასრულეთ გეგმის შევსება, შევამოწმეთ ერთმანეთის გეგმები და  მივეცით საჭირო რჩევები. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაცია. მადლობას ...